ინფორმაცია
დამკვეთი:
შპს "სისთემ ინშაათი"
მისამართი:
თბილისი, იალბუზის 14
დასრულების თარიღი:
2012
კატეგორია:
საოფისე
პროექტის შესახებ
MBG Construction-ის მიერ შესრულდა რკინა-ბეტონის სამუშაოები სოკარის სათაო ოფისში, თურქული ფირმის "System Insaat"-ის დაკვეთით.
სოკარის სათაო ოფისი საქართველოში წარმოადგენს სოკარის ყველაზე დიდ ადმინისტრაციულ შენობას აზერბაიჯანის ფარგლებს გარეთ.
ოფისი განთავსებულია თბილისის ისტორიულ ნაწილში, მტკვრის მარცხენა სანაპიროზე და შენობის საერთო ფართობია 17 600 მ2.
სოკარის ოფისის დიზაინი ბაქოში განთავსებულ მეიდანის კოშკს მოგვაგონებს, ხოლო შენობა დაყოფილია 4 ბლოკად.