ბელიაშვილის ქუჩა, N 142
592 12 11 32

MBG Safety-სა და სტომატოლოგთა პროფკავშირს შორის მემორანდუმი გაფორმდა

პანდემიის პირობებში, როცა მთელს მსოფლიოში შრომის უსაფრთხოებისა და ჯანმრთელობის დაცვა განსხვავებული გამოწვევების წინაშე აღმოჩნდა, MBG Safety  განაგრძობს ზრუნვას საქართველოში შრომის უსაფრთხოების სტანდარტების დაცვაზე. კომპანიას ამჟამად 300-მდე პარტნიორი კომპანია ჰყავს, რომლებიც ენდობიან MBG Safety-ის გამოცდილებას, გაუმკლავდეს უსაფრთხოების სფეროში წარმოქმნილ პრობლემებს და სწრაფად მოერგოს ცვლილებებს.

სტომატოლოგიური სფერო კი სწორედ ის სამედიცინო სფეროა, რომელიც არანაკლებ საჭიროებს შრომის უსაფრთხოების სტანდარტების უმაღლეს დონეზე დაკმაყოფილებას, როგორც სამედიცინო პერსონალის, ასევე პაციენტების უსაფრთხოებასა და ჯანმრთელობაზე ეფექტურ ზრუნვას.

ემბიჯი სეიფთი აცნობიერებს კლინიკების საჭიროებებს და სთავაზობთ მათ, სფეროზე მორგებულ მომსახურებას. 

მიხეილ წერეთლის სტომატოლოგიური ცენტრი - Family და FF Dental Clinic უკვე MBG Safety-ის პარტნიორია.

დამატებითი ინფორმაციისთვის ეწვიეთ ჩვენს facebook გვერდს ან დაგვიკავშირდით: +995 593 23 40 80