ბელიაშვილის ქუჩა, N 142
592 12 11 32

ემბიჯის გუნდი გილოცავთ დამდეგ შობა-ახალ წელს!

ემბიჯი ჯგუფი გილოცავთ დამდეგ შობა-ახალ წელს! 

გიხდით მადლობას ნდობისთვის, პარტნიორობისა და გულშემატკივრობისთვის! მადლობა რომ აირჩიეთ ჩვენი სერვისები თუ პროდუქცია. ვაფასებთ თქვენს ნდობას და ვეცდებით, ყოველთვის გავამართლოთ თქვენი იმედი.

MBG ჯგუფის თითოეული წევრი მთელი წლის განმავლობაში ზრუნავდა ჩვენი არაერთი პროექტის წარმატებულ მიმდინარეობაზე, უმაღლესი ხარისხის მომსახურების მოწოდებასა და თითოეული ჩვენი კომპანიის განვითარებაზე.

ვეცადეთ, თქვენთვის მეტად ხელმისაწვდომი გაგვეხადა ევროპული ბრენდების, უმაღლესი ხარისხის სამშენებლო ინვენტარი (MBG Rent), მაქსიმალურად მოვერგეთ ქვეყანაში არსებულ ვითარებასა და შემოგთავაზეთ პროდუქცია და სერვისები Covid-19-ისგან თავის დასაცავად, თქვენი სამუშაო გარემოს უსაფრთხოებისთვის (MBG Safety), გავხსენით უმაღლესი ხარისხის ბეტონის ქარხნები კახეთის რეგიონში (MBG Concrete) და განვაგრძეთ 13 წლიანი მშენებლობის გზა (MBG Construction)... 

დამდეგი, 2021 წელი იქნება მეტად დატვირთული, შედეგიანი და მრავალფეროვანი. იმედი გვაქვს, ერთად შევიტანთ წვლილს ქვეყნის აღმშენებლობას, უსაფრთხოებასა და წინსვლაში.

MBG Group: MBG Construction, MBG Rent, MBG Safety, MBG Concrete გისურვებთ წარმატებულ, ბედნიერ და უსაფრთხო წელს!