პეტრე სარაჯიშვილის ქ. #1
593 11 13 23

MBG ბეტონი - ფიბრირებული ბეტონი

MBG ბეტონი გთავაზობთ ფიბრირებულ რკინა-ბეტონს, რაც შესაძლებლობას გაძლევთ, გაზარდოთ მასალის სიმტკიცე.

ფიბრირებულ, იგივე ბოჭკოვან ბეტონს გამოყენების ფართო სპექტრი გააჩნია, ყველაზე ხშირად კი გამოიყენება საძირკვლის ასაშენებლად, ტროტუარების მოსაპირკეთებლად და სხვა სამშენებლო ნაწილებისთვის სიმყარის მოსამატებლად. 

ემბიჯი ბეტონი გთავაზობთ პლასტმასის ბოჭკოებით გამაგრებულ ბეტონს, რომელიც შესაძლებელია გამოვიყენოთ როგორც ცალკე, ასევე არმატურასთან ერთად. 
ჩვენი ბეტონი გაძლევთ საშუალებას დაზოგოთ თანხა და მყარი მასალით მიიღოთ იდეალური ზედაპირი. ბოჭკოების მცირე ზომიდან გამომდინარე, ის ზედაპირზე შეუმჩნევია. 

ფიბრირებული ბეტონი განსხვავდება ბოჭკოს სახეობების მიხედვით. ბოჭკოები, ფიბრები იყოფა სინთეტიკური პოლიპროპელინისა და მეტალის ბოჭკოებად.
თავის მხრივ კი განსხვავებაა ბოჭკოს სიგრძესა და დიამეტრშიც. ამ მანიშნებლით განასხვავებენ მიკრო და მაკრო ფიბრებს.

მოკლე ბოჭკოები გამოიყენება ბზარების შესამცირებლად, მაშინ, როცა გრძელი სინთეტიკური ბოჭკოები გამოიყენება ბეტონის სიმტკიცის გასაზრდელად.
სინთეტიკური, მიკრო ბოჭკოს დიამეტრი შეადგენს 0,3 მმ0ზე ნაკლებს და გამოიყენება  ბეტონის ჩასხმიდან 24 საათის განმავლობაში წარმოქმნილი ბზარების საწინააღმდეგოდ. სინთეტიკური მოკლე ბოჭკო ზეწოლის ძალისგან თავდაცვის შესანიშნავი საშუალებაა. 

რაც შეეხება სინთეტიკურ მაკრო ბოჭოს, აქვს 0,3 მმ-ზე მეტი დიამეტრი და გამოიყენება ბეტონის სტრუქტურის გამყარებისთვის.

  • ზრდის დრეკადობის ძალას;
  • ზრდის ზეწოლის ძალისგან თავდაცვას;
  • ზრდის სიმტკიცესა და გამძლეობას.
მეტალის ბოჭკო
მეტალის ბოჭკოები ბეტონის ნარევზე დამატებისას ნაწილდება და შერევის პროცესში სწრაფად სცილდება ერთმანეთს. 
  • აუმჯობესებს ბეტონს გამყარების ეტაპზე;
  • უზრუნველყოფს გამძლეობის გაზრდას მაღალი დატვირთვისას.
ხანძრისგან დაცვა

ტრადიციული შემადგენლობის ბეტონის შემთხვევაში ხანძრისგან წარმოქმნილი ორთქლი ძალიან სწრაფად წევს ბეტონის ტემპერატურას და თუკი ორთქლის ზეწოლის ძალის შემცირება ვერ მოხერხდა, ხანძარი გამოიწვევს ბეტონის სტრუქტურის ექსტენსიურ და ღრმა დაზიანებას.
სწორედ ამაში მდგომარეობს ბოჭკოვანი ბეტონის უპირატესობა. ბოჭკოს დნობის ტემპერატურა 160 გრადუსია, აქედან გამომდინარე, ხანძრის დაწყებიდან მალევე ბოჭკოები იწყებს დნობას და ქმნის კაპილარულ სისტემას ბეტონში, რაც აორთქლებულ წყალს მარტივად ატარებს და უზრუნველყოს ბეტონის დაზიანებისგან დაცვას.