ბელიაშვილის ქუჩა, N 142
592 12 11 32

სამშენებლო კომპანია MBG

MBG 2007 წლიდან წარმოადგენს ერთ-ერთ უმსხვილეს სამშენებლო კომპანიას ქართულ ბაზარზე. კომპანია გთავაზობთ როგორც კომერციული, ასევე საზოგადოებრივი, მრავალსართულიანი და კერძო შენობების აგებას. 

MBG ფლობს უმაღლესი ხარისხის და უახლესი ტექნიკურ-მატერიალური რესურსებით აღჭურვილ სასაწყობე სივრცეს თბილისში, ხოლო ჩვენი გუნდის მიერ შესრულებული სამშენებლო პროექტები გამოირჩევა უნაკლო ხარისხითა და მდგრადობით. 

კომპანიის უმთავრეს მიზანს წარმოადგენს, შესთავაზოს ბიზენს პარტნიორებს, მომხმარებლებსა და დასაქმებულებს პროფესიონალური, მეგობრული, სანდო და წინსვლაზე ორიენტირებული გარემო. ჩვენი პროფესიონალი გუნდის 400-მდე წევრი ყოველდღიურად ზრუნავს კომპანიის განვითარებასა და თითოეული პროექტის დროულ და შედეგიან დასრულებაზე.
კომპანიის მოღვაწეობა 90-ზე მეტ სამშენებლო პროექტს ითვლის, საერთო ფართით არანაკებ 500 000 კვ. მ.

და რა ხდის ემბიჯის სანდო პარტნიორს?

14 წლიანი სამშენებლო გამოცდილება და სურვილი, შევქმნათ ის, რაც დროს გაუძლებს. ვზრუნავთ როგორც თითოეული პროექტის მიმდინარეობისას უსაფრთხოების ნორმების მაქსიმალურ დაცვაზე, ასევე შენობის მომავალ მფლობელთა და მაცხოვრებელთა სამომავლო საჭიროებებზე. 

MBG ამაყობს თითოეული დასრულებული თუ მიმდინარე პროექტითა და მასში დასაქმებული პირებით. სწორედ ამიტომ, გვსურს იცნობდეთ პროექტებს ჩვენი მონაწილეობით, საზოგადოებრივ თუ საკუთარ სახლებს, კომერციულ და მრავალსართულიან შენობებს, როგორებიცაა: გოლფის ოპერაციული ცენტრი, სოკარის სათაო ოფისი, მინდელის დაიმონდი, სახლი ივერია, გრინჰილის საცხოვრებელი კომპლექსი და სხვ.
დამატებითი ინფორმაციისთვის დაგვიკავშირდით:

+995 593 111 323
info@mb.ge